პოლიტიკა

აშშ-ში პუტინის მისამართით სააკაშვილის რიტორიკა ჩათვალეს საქართველოსთან ომის მიზეზად

,,ლენტა.რუ”-ს ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკაცრი რიტორიკა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მისამართით 2008 წლის ომის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ამის შესახებ “ევროპული სიმართლე”-თან ინტერვიუში, აღნიშნა უკრაინის საკითხებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა.

მისი აზრით, პუტინმა უკიდურესად ნერვიული და აგრესიული რეაგირება მოახდინა სააკაშვილის განცხადებებსა და ქმედებებზე.

საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობის განსხვავებული რიტორიკა აირჩია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თბილისს გადაეცა ოკუპირებულ ტერიტორიები ან დაივიწყეს რუსული აგრესიის შესახებ.

მან აღნიშნა, რომ სააკაშვილმა ბევრი კარგი რამ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის: მან გაატარა რეფორმები, აგრეთვე და ეფექტურად დაამყარა ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და ევროპულ სახელმწიფოებთან.

2018 წლის აგვისტოში, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ცდილობდა თავიდან აეცილა ომი რუსეთთან. სააკაშვილის თქმით, 2008 წლის თებერვალში პუტინთან შეხვედრისას მან ისაუბრა მზადყოფნაზე ხელი მოეწერა “მემორანდუმისთვის” ნატოსა და ნებისმიერ უცხოურ ბაზაზე უარის თქმის შესახებ, მოსკოვსა და თბილისს შორის “მარადიული მშვიდობის” სანაცვლოდ.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო 2004 წლიდან 2013 წლამდე. 2008 წელს, მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში, საქართველომ ჯარი შეიყვანა თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში, ცდილობდა თავის კონტროლის ქვეშ აეყვანა რეგიონი. რუსული ჩარევის შემდეგ, ქართველი სამხედროები კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანეს. მოგვიანებით, მოსკოვმა ოფიციალურად აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

ნახეთ მეტი
Back to top button