საზოგადოება

ლარსის გზა ჩაკეტილია სატვირთო მანქანებისთვის რუსული მხრიდან 250 სატვირთო მანქანაა დაგროვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების განყოფილების და რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის კრიზისების მართვის ცენტრის ინფორმაციით, სტეფანწმინდა-ლარსის გზატკეცილი სატვირთო მანქანებისთვის დახურულია.

რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის კრიზისების მართვის ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დაგროვილია 250 სატვირთო მანქანაა. მძღოლებს ურჩევენ მანქანები მართონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით.

ნახეთ მეტი
Back to top button