საზოგადოება

რევოლუცია რიცხვებში: რამდენი „მოპარული“ ფული დააბრუნეს ბიუჯეტში სომეხმა ჩინოვნიკებმა.

სომეხმა ჩინოვნიკებმა რევოლუციის შემდეგ დაახლოებით 105 მილიონი დოლარი დაუბრუნეს სომხეთის ბიუჯეტს  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში განხორციელებული ღონიძიების გატარების შედეგად.  

ეს მონაცემები მოჰყავს გაზეთს  „ჟოღოვურდ“. ყველაზე მეტი,    18,5 მლნ დოლარი თანხა ხაზინაში  დააბრუნა ყოფილი პრეზიდენტის  ძმამ  ალექსანდრ სარგსიანმა, ასევე აანაზღაურა ზიანი მილიციის ყოფილმა უფროსმა ვლადიმირ  გასპარიანმა – დაახლოებით 109 ათასი  დოლარი.  

ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ყოფილი უსაფრთხოების უფროსმა ვაჩაგან ღაზარიანმა და მისმა მეუღლემ დააბრუნეს 5.8 მილიონი აშშ დოლარი,  ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა გაგიკ ხაჩატრიანმა დააბრუნა  2 მილიონ დოლარზე მეტი.

ყოფილმა დეპუტატმა და  მოხალისეთა კავშირის „ერკრაპაჰ“  ყოფილმა ხელმძღვანელმა, მანველ გრიგორიანმა, რომელიც ახლახან გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობის ცენტრიდან, დაახლოებით 330 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა სახელმწიფოს, არმავირის რაიონის სოფელ აკნალიჭში.

ტერიტორია მოიცავს შენობებს, რომელთა საერთო ფართობია 5445 კვადრატული მეტრი და შეფასებულია 10, 5 მილიონ დოლარად.

ჰრაზდანის ყოფილმა  მერმა  არამ დანიელიანმა, რომელიც ასევე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულთა გვერდით  აღმოჩნდა,  ზიანის ასანაზღაურებლად  205 ათასი დოლარი დააბრუნა ხაზინაში.  

ნახეთ მეტი
Back to top button