საერთაშორისო

როგორ გამოეხმაურა სხვადასხვა ქვეყნის მასმედია ფაშინიანისა და ალიევის დისკუსიას

როგორც იცით სომხეთის პრემიერ მინისტრმა და  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პირველად ღიად განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი.  ეს იყო ყარაბაღის კონფლიქტის პირველი ღია დისკუსია მსგავსი ფორმატით. თუ  როგორ  გამოეხმაურა სხვადასხვა სახის გლობალური მედია  ამ  საკითხს  და  რაზე გაამახვილა ყურადღება,  ამის შესახებ  საიტზე  Jnews-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს  ქრისტინა მარაბიანი.

 როგორც ავტორი წერს,  ზოგიერთმა მედია საშუალებამ გააშუქა ეს მოვლენა პარალელურად, ორი კონფლიქტური ქვეყნის ლიდერების განცხადებებს შორის. მაგალითად, გერმანული გამოცემა DW (Deutsche Welle) ხაზს უსვამს ისტორიული არგუმენტების გაცვლას, წინა მკაცრი პოზიციების  შეცვლის ტენდენციას.  ერთ-ერთი მათგანია წინადადება იმის შესახებ, რომ პრობლემის მოგვარება სამივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს. ესენია : სომხეთი, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანი.  

ამერიკული მედია ორგანიზაციამ   Politico მიუნხენის კონფერენციისადმი მიძღვნილ  სტატიაში  ცალკე ნაწილი მიუძღვნა მიუნხენის კონფერენციას და შეხვედრაზე მომხდარი  კამათის მხედველობაში მიღებით,  დაასათაურა ასე:  „შენი ისტორია უფრო ძველია, ვიდრე ჩემი“.

თურქულმა გაზეთმა Duvar -მა უფრო დეტალურად წარმოადგინა შეხვედრის ის ნაწილი, სადაც განიხილეს გაეროს რეზოლუციები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ.

საქართველოს პირველმა არხმა მასალა ასე დაასათაურა:            „ფაშინიანი – ალიევი : სამხრეთ კავკასიაში არ ყოფილა ქვეყანა, რომელსაც აზერბაიჯანი ერქვა“.   სტატიაში ციტირებულია ნიკოლ ფაშინიანი, სადაც ნათქვამია, რომ ისტორიულად სომხები და ქართველები ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე და ყარაბაღის აზერბაიჯანისათვის გადაცემის ინციატივა ეკუთვნის იოსებ სტალინს.

რაც შეეხება ქართველი  ექსპერტების მოსაზღებას

რონდელის ფონდის ექსპერტი და პოლიტოლოგი ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ კონფლიქტური ქვეყნების ლიდერები ხვდებიან, უკვე კარგია. ექსპერტი ამბობს, რომ ეს შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ სომხეთში ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა და ხელისუფლებაში სრულიად ახალი ხალხი მოვიდა.

ექსპერტი ამტკიცებს, რომ საქართველო, ისევე როგორც ყარაბახის კონფლიქტი, პირდაპირ გავლენას არ ახდენს საქართველოზე, მაგრამ მაინც ბევრი რამ მოქმედებს ორი მეომარი ქვეყნის უშუალო მეზობელზე.

„იმის გამო, რომ შეზღუდვები, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებობს სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გამო, ისინი პირდაპირ გავლენას ახდენენ საქართველოს შესაძლებლობებსა და განვითარების პერსპექტივებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სამხრეთ კავკასიის ზოგად  პერსპექტივებზე“, – ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.

ნახეთ მეტი
Back to top button