მთავარიპოლიტიკა

სერჟ სარგსიანისა და სხვების საქმეზე პირველი მოსმენის დღე ცნობილია.

სერჟ სარგსიანის და სხვების საქმესთან დაკავშირებით პირველი სასამართლო განხილვა 25 თებერვალს საღამოს 15 საათზეა დანიშნული

ამის შესახებ “ჰაიკაკან ჟამანაკ” -მა შეიტყო  სასამართლო საინფორმაციო სისტემისგან “დატალექს”-ი.

შეგახსენებთ, რომ 10 იანვარს დასრულდა სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება. რამდენიმე დღის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ საქმე საბრალდებო დასკვნასთან ერთად გადაეცა სისხლისსამართლებრივი დევნის ზედამხედველობის განმახორციელებელ პროკურორს, მისი სასამართლოში გაგზავნის შუამდგომლობით. 29 იანვარს, პროკურატურამ დაამოწმა საბრალდებო დასკვვნები, საქმე გადაგზავნა რა სასამართლოში. მას რეზოლუცია დაედო ერევნის პირველი ინსტანციის სასამართლოს ავან და ნორ-ნორქის რეზიდენციის მოსამართლის ვაჰე მისაკიანის მისამართით.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საქმით ბრალდებულია 5 პირი. მათგან ოთხს – სერჟ სარგსიანს, ბარსეღ ბეგლარიანს, სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილ მოადგილეს სამველ გალსტიანს და ამავე სამინისტროს მემცენარეობის დეპარტამენტის უფროსს გევორგ ჰარუთიუნიანს – ბრალი წაუყენეს 38-179-ე მუხლის მე -3 ნაწილის 1-ლი პუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით მითვისების ან გაფლანგვის ორგანიზება, წაქეზება, დახმარება), ხოლო სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ სერგო კარაპეტიანს მე -3 ნაწილის 1-ლი პუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით მითვისება ან გაფლანგვა).

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის თანახმად, მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების შედეგად მოძიებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, აღმოჩნდა, რომ სრ მესამე პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ორგანიზაცებით და შპს ,,ფლეშ“- ის მესაკუთრის, ბარსეღ ბეგლარიანის წაქეზებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილის სამველ გალსტიანის და იგივე უწყების მემცენარეობის დეპარტამენტის უფროსის, გევორგ ჰარუთიუნიანის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ სერგო კარაპეტიანის მხრივ 2013 წლის 25 იანვრიდან 7 თებერვლამდე პერიოდში სრ ხელისუფლების სარეზერვო ფონდიდან მითვისებულ იქნა სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მხარდასაჭერად რეალიზებული   15.391.765 ლიტრი დიზელის საწვავისთვის  გამოყოფილი სუბსიდიის განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა 489.160.310 სრ დრამი.

ნახეთ მეტი
Back to top button