მთავარისაზოგადოება

სომხეთში კანონიერ ქურდებს „გააკრავენ ასფალტზე“ კანონისდამიხედვით

18 თებერვალს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონთა პაკეტს სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.

სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-საიტის თანახმად, ცვლილებების მიღებით, კანონმდებელმა რეგულირება მოახდინა ურთიერთობებით, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში არ არის გავრცელებული, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს უნიკალური უარყოფითი გამოვლინებები და ეხება პირთა ვიწრო წრეში ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს.

„ამავე დროს, მხედველობაში მიღებით,  რომ კანონი ითვალისწინებს ახალ კონცეფციებს, მათი  პრაქტიკულ გამოყენების თვალსაზრისით,  რესპუბლიკის პრეზიდენტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზემოაღნიშნული სამართლებრივი რეგლამენტის უფლებამოსილ ორგანოების მიერ დიდი პასუხისმგებლობით გამოყენებას,  კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი და სამოქალაქო უფლებების ძირითადი პრინციპის დაცვას.  თუ აუცილებელი გახდა მათი შეზღუდვა, მაშინ  შეარჩიოს  სათანადო  და საჭირო საშუალებები   შერჩევა კონსტიტუციურად დაკისრებული მიზნის მისაღწევად“, –  ნათქვამია განცხადებაში.

ეს კანონპროექტი მთავრობამ  დაამტკიცა ჯერ კიდევ  29 აგვისტოს. იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადაშიანმა, რომელმაც კაბინეტის სხდომაზე წარადგინა კანონპროექტი, განაცხადა, რომ კანონი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას კრიმინალურ დონეზე უფრო მაღალი სტატუსის მინიჭებაზე, მიღებაზე ან შენარჩუნებაზე, აგრეთვე  დასჯადი გახდება კრიმინალური სუბკულტურის შექმნა, მართვა, მონაწილეობა, ჩართულობა და შენარჩუნება. ვინც ცნობას მიაწოდებს სამართალდამცავებს ამგვარი ბანდის არსებობის შესახებ, ან გათავისუფლდება სასჯელისაგან  ან შეეფარდება მსუბუქი სასჯელი.

ასევე გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა  იმ პირებისათვის ვინც რაიმე საკითხით მიმართავს  კრიმინალურ საფეხურზე უფრო მაღალი სტატუსის მქონე პირს.

იმისათვის, რომ იგი საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  მისაწვდომად აუხსნა,  რომ   კანონი კანონიერი ქურდების, „სხოდკების“, „ობშჩიაკების“  და სხვა სახის  დაჯგუფებების  შესახებაა, რათა ისინი მიცემულნი იქნენ პასუხისგებაში.   „მსგავსი სუბკულტურის მატარებელი ადამიანები ციხეს თვლიან თავიანთ სახლად და ჩვენც მათ ვაგზავნით ამ სახლში საცხოვრებლად“,  – თქვა ფაშინიანმა.

 ახალი კანონი ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნებიდან მეათე დღიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button