კულტურამთავარი

სომხური ღვინო “PRODEXPO-2020” -ზე

ამ დღეებში  მოსკოვში დასრულდა  საერთაშორისო გამოფენა  “PRODEXPO-2020”, რომელშიც  70 ქვეყნის 2600-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა.  ეს საერთაშორისო გამოფენა არის ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა პარტნიორების შეძენის, ინდუსტრიის საკითხების განხილვის, ახალი ბაზრების დაპყრობის და მომხმარებლებისთვის პროდუქციის წარდგენის თვალსაზრისით.

გამოფენის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სასმელის დაგემოვნების კონკურსის განმავლობაში, მეღვინეების წარმომადგენლბითმა ჟიურიმ, ექსპერტებმა, სამომხმარებლო კავშირების წარმომადგენლებმა და კრიტიკოსებმა შეაფასეს დაახლოებით 800 პროდუქტი წარმოდგენილი  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

”ყოველ ჯერზე, როცა ჩვენს ღვინოებს წარვადგენთ საერთაშორისო  გამოფენებზე, ჩვენ ვუჩვენებთ  აგრეთვე  სომხეთის მეღვინეობის ათასწლოვანი ისტორიის საუკეთესო ტრადიციებს.“ ამჯერადაც  ჩვენი კომპანიის თანამშრომლები დაბრუნდნენ სომხეთში ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლით. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით, რადგანაც  ჩვენმა  კომპანიამ სახელი გაითქვა არა მარტო ღვინის გემოთი, არამედ შესძლო წარმოეჩინა სომხური ღვინის კულტურა“,  –  თქვა  კომპანიის კომერციულმა  დირექტორმა ქრისტინე ვარდანიანმა

ნახეთ მეტი
Back to top button