საზოგადოება

ქართველი პოლიტოლოგი: ალიევმა შეცდომა დაუშვა მიუნხენში, მათ არავითარი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ

ტელეკომპანია  „კავკასიაზე“  გამოვიდა  პოლიტოლოგისა და ჟურნალისტის დავით აქუბარდიას საავტორო პროგრამა, ხოლო მისი სტუმარი იყო ქართველი პოლიტიკოსი და ოპოზიციური ფიგურა გუბაზ სანიკიძე. აქუბარდიამ ეს  გადაცემა  მიუძღვნა საქართველოს სამონასტრო კომპლექს  დავით გარეჯთან შექმნილ ვითარებას  და გააკრიტიკა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი  მიუნხენში “ზღაპრული” განცხადებების გამო “ძველი” აზერბაიჯანის შესახებ, მოუწოდა ქართველ საზოგადებას ჩაფიქრებულიყვნენ ამ სიტყვებზე.

აქუბარდიამ აღნიშნა, რომ იგი შეხვდა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს პირველ მდივანს.  როდესაც მას  ჰკითხა დავით გარეჯის კუთვნილების შესახებ, მან განაცხადა, რომ   ეს არის „ალბანეთის ტერიტორია“,   რამაც  სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია  საქართველოს ლიდერებს შორის.

ასევე, აქუბარდიას თქმით, ალიევმა უხეში შეცდომა დაუშვა, ისტორიული ფაქტების განზომილებაში  გადასვლისას.

„კავკასია ისტორიული წყაროებით არის სავსე. მოდით გამოვიყენოთ ეს, მათ [აზერბაიჯანს] არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია არამარტო დავით გარეჯის, არამედ ჰერეთის მიმართაც“,- თქვა აქუბარდიამ.

თავის მხრივ, გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ კავკასიის ალბანეთის ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანში განიხილება როგორც მათი “საგვარეულო სახლი”,  ცხოვრობდა მრავალი ერი და მისი დასავლეთი რეგიონები ქართული იყო.

„ჩვენ გვაქვს ათასობით წყარო. ქართული, სომხური, სპარსული, არაბული, ბერძნული. მათ [აზერბაიჯანს] არცერთი არ აქვს“,  – თქვა სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სასაზღვრო კონფლიქტის მიზეზი გახდა. ბაქოს ცნობით, კომპლექსის რამდენიმე ტაძარი მდებარეობს აზერბაიჯანში. ამასთან, აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის ამ მონაკვეთზე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, ხოლო აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უბრალოდ აუკრძალეს ქართველ  მომლოცველებსა და სასულიერო პირებს სალოცავებში შესვლა. დავები კომპლექსის მფლობელობასთან დაკავშირებით არ შემოიფარგლება მხოლოდ ტერიტორიული კომპონენტის საკითხით. აზერბაიჯანული მხარე VI საუკუნის საქართველოს სამონასტრო კომპლექსს „ალბანური კულტურის ძეგლად“ მიიჩნევს.

ნახეთ მეტი
Back to top button