საზოგადოება

ვარდანანქი (წმინდა ვარდანანცი) სომეხთა ეროვნული დღესასწაული და გმირებისადმი პატივის მიგების დღეა.

ეს დღესასწაული აღინიშნება ავარის ველზე  ვარდან მამიკონიანის სპარსელების წინაარმდეგ ომში გამარჯვების აღსანიშნავად.  

V საუკუნის შუა ხანებში სპარსეთის იმპერიამ ომი  გამოუცხადა  პირველ ქრისტიანულ სახელმწიფოს  და  შეეცადა შეეცვლევინებინა რელიგია.  448 წელს სპარსეთის შაჰმა ჰაზკერტ II  სომხეთში ჯარი მოავლინა და მოითხოვა მიეღოთ ცეცხლთაყვანისმცემლობა. არტაშატის საეკლესიო კრებაზე სომხეთის უმაღლესმა სამღვდელოებამ უარი თქვა მსგავს მოთხოვნაზე.

სომხებმა გააცნობიერეს  საფრთხე – ცეცხლტაყვანისმცემლობის მიღება ნიშნავდა შემდგომ ასიმილაციას და  სომეხი ხალხის სრულიად განადგურებას.  ამან საფუძველი მისცა სახალ ხო მოძრაობის „ვარდანანქის“ შექმნას, რომლის ირგვლივაც  გაერთიანდა მთელი სომეხი ერი.  ამ მოძრაობას ეწოდა „ვარდანანქი“  მისი ხელმძღვანელისა და სულის ჩამდგმელის  ვარდან მამიკონიანის საპატივცემულოდ.

451 წლის მაისში მოხდა  ცნობილი ავარის ბრძოლა, სადაც  230 ათასიან სომხურ არმიას დაუპირისპირდა 66 ათასიანისომხური ჯარი.  ჯარის უმეტესი ნაწილი უბრალო ხალხი იყო, ქალები, მოხუცები, სასულიერო პირები.

სომხური არმიის სათავეში იყო სარდალი ვარდან მამიკონიანი. ამ ბრძოლაში ორივე მხარემ მძიმე დანაკარგი განიცადა, ხოლო მამაცი ვარდან მამკონიანი ბრძოლის ველზე  გარდაიცვალა. სომხებმა სპარსელებს  სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია და სპარსელები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ და უარი ეთქვათ მათ განზრახვაზე.  ქრისტიანულ რელიგიასა და ეროვნულ იდენტურობაზე.

ვარდანანქი წარმოადგენს ერისათვის  რთულ პერიოდში მთელი სომეხი ხალხის ერთიანობის მაგალითს, აგრეთვე  ხსოვნასადა დაფასებას იმ წინაპრებისა, ვიც თავი გასწირა ამ ბრძოლაში.

დღესასწაული აღინიშნება  ყოველწლიურად  ხუთშაბათ დღს , წმინდა აღდგომამდე 8 კვირით ადრე. ადრე ის სრულიად სახალხო დღესასწაული იყო, ახლა კი მხოლოდ საეკლესიო კალენდარში მოიხსენიება.

ნახეთ მეტი
Back to top button