პოლიტიკა

თურანი აანთებს მსოფლიო ბატონობის მარადიულ ჩირაღდანს – დევლეთ ბახჩელი

ინფოთეკა24. ექსტრემალურად მემარჯვენე თურქი ნაციონალისტი პოლიტიკოსი, ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე დევლეთ ბახჩელი, Twitter-ის  თავის მიკრობლოგში წერს, რომ თურქები აანთებენ მსოფლიო ბატონობის ჩირაღდანს.

”ვიმეორებ, თურქს სხვა მეგობარი არ ჰყავს, თურქის გარდა. მე მჯერა, რომ ერთ დღეს გაიმართება თურქთა კავშირი, თურქული გეოგრაფიები შეხვდებიან მთავარ წყაროში და თურქული იდეალი თურანი აანთებს მსოფლიო ბატონობის მარადიულ ჩირაღდანს”.

დიდი თურანის შექმნა პანთურქიზმის იდეის განსახიერებაა, კერძოდ, ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ვოლგისპორეთსა და ბალკანეთამდე დასახლებლი თურქი ხალხების ტერიტორიების გათურქება. იდეა შეიქმნა ირანული ეროვნული იდეის პანირანიზმის წინააღმდეგ.

ნახეთ მეტი
Back to top button