მთავარიპოლიტიკა

კვლავ მწვანე გახადეთ სომხეთი. Foreign policy-ი შეეხო სომხეთის ტყეების აღდგენის პროგრამას

არმენპრესი: პრესტიჟულმა ჟურნალმა Foreign policy-იმ და ვებსაიტმა სომხეთის შესახებ გამოაქვეყნეს ვრცელი სტატია, სახელწოდებით: ”კვლავ მწვანე გახადეთ სომხეთი”. როგორც “არმენპრეს”-ს აცნობეს, სტატიის ავტორი ეწვია არარატის ოლქის ერთ-ერთ სოფელს, გაესაუბრა მოსახლეობას მათი ყოველდღიური ცხოვრების, აზერბაიჯანული მხარის მხრიდან სროლისა და ქვეყნის გამწვანების შესახებ.

”მშვიდობიან რევოლუციაზე დაყრდნობით, სომხეთის ახალმა მთავრობამ, რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი ჟურნალისტი ნიკოლ ფაშინიანი, პირობა დადო, რომ 2050 წლამდე გაორმაგდება ქვეყნის ტყის საფარი, როგორც პარიზის კლიმატის ხელშეკრულებით სომხეთის ვალდებულებების ნაწილი.

”კვლავ მწვანე გახადეთ სომხეთი” პროგრამა არავითარ ეჭვს არ იწვევს. იგი შექმნილია კლიმატის ცვლილების მოსაგვარებლად, ხეების უკანონო მოჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად, ბიომრავალფეროვნების განადგურებისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ მიმართული ეკოლოგიური სტრატეგიით.

სტატიის ავტორმა აღნიშნა, რომ ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციის მიერ ფართომასშტაბიანი ხეების დარგვის პროგრამა არ იქნება მხოლოდ სომხეთის ტყის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი ძრავა.

ნახეთ მეტი
Back to top button