კულტურამთავარი

სომხური კინო მემკვიდრეობა წარედგინება ამერიკელ აუდიტორიას

წელს 20-27 თებერვალს,   ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში მოქმედ  ევბროპული ფილმების ბაზარზე სომხეთი პირველად ცალკე პავილიონით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ აღნიშნა  სომხეთის ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა შუშანიკ მირზახანიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჯერ კიდევ 2019 წელს, როდესაც ბერლინის ფილმების ბაზარს ვეწვიე, მოწმე გავხდი, რომ სომხეთიდან ბევრი კინორეჟისორი იმყოფებოდა და არ გააჩნდა პლატფორმა, სადაც მათ შეეძლოთ თავიანთი შეხვედრების ორგანიზება, სრულყოფილი  საქმიანობა.  ამ მომენტიდან მე მიზნად დავისახე,  რომ ეს შესაძლებლობა გვქონოდა 2020 წლისათვის“,- თქვა მან.

ფესტივალისათვის მზადების პერიოდში  შეიქმნა ყველა პირობა, რომ მწარმოებლებსა  და პროდიუსორებს  შესძლებოდათ თავიანთი პროდუქციის წარმოდგენა.

მირზახანიანმა ასევე თქვა, რომ 28 თებერვლიდან 14 მარტამდე, ვაშინგტონის ეროვნული  გალერეა   ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და სომხეთის ეროვნულ კინოცენტრთან  თანამშრომლობით, აწყობს ფესტივალს დევიზით:   „სომხური ოდისეა“ , რომელიც მიეძღვნა  სომხურ კულტურას, მუსიკასა და კინოს.

„ჩვენ  ამერიკელ აუდიტორიას წარვუდგენთ  სომხურ კინომემკვიდრეობას. გვეყოლება უამრავი სტუმარი. ჩვენმა საელჩომ აშშ-ში  დიდი მუშაობა გასწია, რათა მოეწვია სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებიც“, -აღნიშნა  ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა.

ვაშინგტონში წარმოდგენილი იქნება სერგეი ფარაჯანოვის “ბროწეულის ფერი”, “ჰაკობ ჰოვნათანიანი”, ჰამო ბეკნაზარიანს ფილმი „ზანგეზური“.

ნახეთ მეტი
Back to top button