პოლიტიკა

შეიარაღებისთვის გათვალისწინებული 2,5 მილიარდი დოლარიდან 1,5 მილიარდი დოლარი, ანტიკორუფციული ბრძოლიდან უნდა შემოვიდეს

არმენპრესი. ჩვენ განხილვები გვქონდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან  და ისევ განვიხილავთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ კორუფციასთან ბრძოლა უფრო ეფექტურად და სახელმწიფო ბიუჯეტში გაცილებით მეტი თანხა დავაბრუნოთ. ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კაბინეტის სხდომაზე და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი.

”მე მსურს შეგახსენოთ, რომ 2018 წლის წინასაარჩევნო პროცესში მე გავაკეთე შემდეგი პოლიტიკური განცხადება, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ უნდა დავხარჯოთ დამატებითი 2.5 მილიარდი დოლარი ჩვენი უსაფრთხოების საჭიროებებზე, კერძოდ, შეიარაღებული ძალების ეფექტურობის და შეიარაღების დონის ასამაღლებლად. ამ 2.5 მილიარდი დოლარიდან 1,5 უნდა შემოვიდეს ეფექტური ანტიკორუფციული ბრძოლის მეშვეობით, მათ შორის მოპარული თანხების უკან დაბრუნების გზით”,- ”არმენპრეს”- ის ცნობით აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

შეეხო რა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოცულობასა და მასშტაბს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: ”დიახ, ჩვენ არნახული წარმატება გვაქვს. კერძოდ, წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 7-ჯერ მეტი თანხა აღადგინა, ვიდრე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მთელი არსებობის განმავლობაში, ის კი არსებობს 11 წლის განმავლობაში. ეს არის მაჩვენებელი, რომლის უგულებელყოფა, შეფასება არ შეიძლება,  მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ მიერ დადგენილი ნიშნები გაცილებით მაღალია, და ჩვენ ჩვენი სისტემების გაუმჯობესების, კანონმდებლობის სრულყოფის მეშვეობით ეს საშუალება უნდა გავხადოთ უფრო ეფექტური, ვინაიდან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამის პოტენციალი არსებობს“.

ნახეთ მეტი
Back to top button