კულტურამთავარი

წელს „იარხუშტას“ ვიცეკვებთ: ნიკოლ ფაშინიანი

წლევანდელი წლიდან დაწყებული  ყოველწლიურად, ივნისის მეორე კვირას არაგაწოტნის ოლქის სოფელ დაშტადემში  გაიმართება ცეკვის ფესტივალი, რომლის ოფიციალური დასახელება იქნება „ზარგ ფესტი“, ხოლო არა ოფიციალური „იარხუშტის ფესტივალი“,- ამის შესახებ განაცხადა დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს რეალობაში ჩვენი ხალხის ტრადიციების, კულტურული ტრადიციების და ფასეულობების პროპაგანდასა და პრაქტიკულ გავრცელებას და ჩვენ უნდა შევძლოთ მკაფიოდ განვსაზღვროთ, თუ რა არის ჩვენი ეროვნული, რა არის ჩვენი ღირებულებები. ამ თვალსაზრისით, მჯერა, რომ სომხური ცეკვა ნამდვილად ერთ-ერთია, რასაც  ჩვენ დღეს შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ „ეროვნული ღირებულება“, – თქვა ფაშინიანმა.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია „იარხუშტას“ კონკურსი, მოეწყობა საკონკურსო ცეკვის დარბაზი, მოეწყობა პავილიონები, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება  სომხური ხელოვნების ნიმუშები,  ხელნაკეთობები, ფოტოსალონები, მუზეუმი- საგამოფენო  დარბაზი, მოეწყობა მასტერკლასები სომხური ცეკვის წარმოშობისა და ისტორიის შესახებ. ასევე დაგეგმილია არაგაწოტნის ოლქის მუნიციპლაიტეტური ზოლის შექმნა, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შესძლებენ   თავიანთი  კუთხისათვის დამახასიათებელი ტრადიციების, კულტურისა და სამზარეულოს წარმოდგენას.

ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებზე პასუხისმგებელია  ფონდი „არენის ფესტივალი“.

ნახეთ მეტი
Back to top button