წმინდა ჰაკობ ჰაირაპეტი ქართველი ეპისკოპოსის ფილმში

როგორც “არმენპრესი” იუწყება, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ახალქლაქისა და გუმურდოსთემის წინამძღვრის, მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) წმინდა ჰაკობისადმი მიძღვნილი ორსაათიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე დარბაზი სავსე იყო. ესრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს სომხური თემის წინამძღვარი კირაკოსი (დავთიანი), გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, თბილისის პ. ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის მხატვრულიხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი, სომეხი და ქაღტველი სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები.
ფილმში ნაჩვენებია მიტროპოლიტის მოგზაურობა წმინდა ადგილებში (სხვათა შორის მიტროპოლიტის ეს ფილმი ტელეფონითაა გადაღებული). მიტროპოლიტმა მადლობა მოახსენა საქართველოს სომხური თემის წინამძღვარს დახმარებისათვის. როგორც ფილშია ნაჩვენები, ის ეწვია ეჩმაიწინს სადაც თავისი თვალით ნახა ნოეს კიდობნის წმინდა ნაწილები, წმინდა ჰაკობის მარჯვენა, ეჩნმიაწინის საგანძური, ერევნის მატენადარანის უძველესი ხელნაწერები.
თავისი ფილმით მიტროპოლიტი კიდევ ერთხელ გადაგვახედებს წარსულში, სადაც ახლებურად გავიაზრებთ არარატის მთაზე ნოეს კიდობანის არსებობის მნიშვნელობას, მსოფლიოში პირველი ქრისტიანული სახელმწიფოსა და ორი ქრისტიანული სარწმუნეობის მქონე ერის საუკუნეების სიღრმიდან მომავალ მეგობრობას და თანამშრომლობას.
ფილმის ამოსავალი წერტილია ეჩმიაწინის საკათედრო ტაძარში დაცული წმინდა ჰაკობის წმინდა ნაწილი, კერძოდ, მისი მარჯვენა, რომელიც ზოგჯერ დღესასწაულებისას გამოაქვთ საცავიდან.