”გარეჯი საქართველოა”. ახალი მოვლენები
წინა საღამოს, ქართველი სასულიერო პირები აფრთხილებდნენ, რომ დავით გარეჯში აზერბაიჯანული მხარე ქართულ მონასტრებში ცვლილებებს ატარებს, შლის ქართულ კვალს, აზერბაიჯანულ ინფრასტრუქტურას ამონტაჟებს.
ამის შესახებ ფეისბუკის სოციალურ ქსელში ჩანაწერი გააკეთა ვიტალი ღვინაშვილმა, მამა ვიტალიმ. ამ უკანასკნელმა ასევე დაურთო ფოტოები, და მიაწერა, რომ გარეჯი საქართველოა”.
,,ალიქ მედიასთან“ ინტერვიუში, მამა ვიტალიმ აღნიშნა, რომ დავით გარეჯის თავდაცვის ჯგუფი 21 თებერვალს აპირებს აქციის გამართვას, რის შემდეგაც გაირკვევა შემდგომი ნაბიჯები.
20 თებერვალს დაგეგმილი იყო, სასულიერო პირთა შეკრება მონასტერში, რის შემდეგაც ისინი შემდგომ ნაბიჯებს გამოაცხადებდნენ.
ერთ – ერთ ჩანაწერში მამა ვიტალი ამბობს: ”რამდენიმე დღეში ჩვენ მოვაწყობთ სახალხო მსვლელობას გარეჯისკენ, სადაც ყველა შემოგვიერთდება”.
სოციალური მედიის ცნობით, აზერბაიჯანული მხარე ცდილობს დავით გარეჯის შემდეგ, დაიპყროს ახლომდებარე სოფელი უდაბნო, სადაც მწყემსები ცხვარს აძოვებენ.
აღნიშნულია, რომ ამ თემაზე ჯერ არ არის ოფიციალური განცხადება.