მთავარიპოლიტიკა

ერევანში გაიმართება თბილისის დღეები

არმენპრესი. ერევნის მერმა ჰაიკ მარუთიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე.

“არმენპრეს”-ის გადმოცემით, ერევნის მერიიდან აცნობებენ, რომ თანამოსაუბრეებმა მაღალი შეფასება მისცეს ერევანსა და თბილისს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, ამასთან, აღნიშნავენ, რომ მეგობარ ქალაქებს შორის თანამშრომლობას გაფართოებისა და გაღრმავების დიდი პოტენციალი გააჩნია.

ერევნის მერმა ჰაიკ მარუთიანმა და სრ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი საგანელიძემ ასევე განიხილეს მიმდინარე წლის ზაფხულში ერევანში თბილისის დღეების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button