მთავარისაზოგადოება
ლარსის გზა ღიაა მხოლოდ სამგზავრო მანქანებისთვის. რუსული მხრიდან 335 სატვირთო მანქანაა დაგროვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების განყოფილების და რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის კრიზისების მართვის ცენტრის ინფორმაციით, სტეფანწმინდა-ლარსის გზატკეცილი ღიაა მხოლოდ სამგზავრო მანქანებისთვის, სატვირთო მანქანებისთვის კი დახურულია.
რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის კრიზისების მართვის ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დაგროვილია 335 სატვირთო მანქანაა.
მძღოლებს ურჩევენ მანქანები მართონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით.