საერთაშორისო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი კიბერდანაშაულებაში დაადანაშაულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ “გასული წლის ოქტომბერში, საქართველოში ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა  იყო დაგეგმილი და განხორციელებული რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ.”

საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას, მიმართულს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.

მომხდარი ხაზს უსვამს ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების განმტკიცებისკენ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობას და ასევე კიდევ ერთხელ მოწმობს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

თავის მხრივ, საქართველო, მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რათა მომავალში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შესაბამისი რისკები და პოტენციური საფრთხეები.” – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს აღნიშნულ ფაქტს.

ნახეთ მეტი
Back to top button