სპორტი

სიმონ მარტირიოსიანი არის მეორე საუკეთესო ძალოსანი მსოფლიოში. ვინ დაიკავა პირველი ადგილი?

ხუთეულს აჯამებს ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი ომ იუნ ჩხოლი. მას 410 სპორტის მოყვარულმა დაუჭირა ხმა.

ერევანი, Sputnik. სომეხი ძალოსანი სიმონ მარტიროსიანი არის მეორე საუკეთესო ძალოსანი მსოფლიოში. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) შეაჯამა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანთა შეჯიბრების შედეგები.

ფედერაციის ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, ქართველ ძალოსან ლაშა ტალახაძეს 2019 წლის საუკეთესო ძალოსანთა ტიტული მიენიჭა. მას 17084 ადამიანმა მისცა ხმა. ჩვენმა სპორტსმენმა მიიღო 5514 ხმა. მესამე ადგილზეა ჩინელი ლიუ სიაოციუნი 2169 ხმით.

მეოთხე პოზიციაზე კვლავ არის ჩინეთის წარმომადგენელი ში ჩშიიუნი 1053 ხმით. ხოლო ხუთეულს აჯამებს ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი ომ იუნ ჩხოლი. მას 410 სპორტის მოყვარულმა დაუჭირა ხმა.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ცნობილი ძალოსანი სიმონ მარტიროსიანი იყო  ”წლის ძალოსნის” პრეტედენტი. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ თავის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოკითხვა ჩაატარა, რათა დაედგინა, თუ  ხუთ ძალოსანს შორის რომელი იყო საუკეთესო.

ნახეთ მეტი
Back to top button