საზოგადოება

ტურალ განჯალიევს ხმა მისცეს არ არსებულმა ამომრჩევლებმა – ექსპერტი

ანალიტიკური ცენტრის „ორბელი“  აზერბაიჯანულ საკითხებზე  სომეხმა ექსპერტმა  ტარონ ოვანისიანმა  შეიწავლა  ამომრჩეველთა სიები  ვირტალურ  საამომრჩევლო  უბანზე „ხანკენდი“  (აზერბაიჯანელები ასე უწოდებენ მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ    სტეფანაკერტს ),  რომლიდანაც  აზერბაიჯანის 9 თებერვლის საპარლამენტო  არჩევნებზე  გავიდა ეგრეთ წოდებული მთიანი ყარაბაღის „აზერბაიჯანული სათვისტომოს“  წარმომადგენელი  ტურალ  განჯალიევი.

როგორც „ინფოტეკა 24“ წერს , ექსპერტის კვლევით  უბანი განთავსებულია არა თუ სტეფანაკერტში, არამედ ბაქოში.   იქ დარეგისტრირებულია დაახლოებით 5,000 ადამიანი, ხოლო დანარჩენ რეალურ  უბნებზე  30-35 ათასი ამომრჩეველია.

ვირტუალურ საიტზე ამომრჩეველთა სიების შესწავლისას ოვანისიანი  მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთი და იგივე ხალხი რეგისტრირებულია სხვადასხვა მისამართზე, ან უბრალოდ  გაორმაგებულია.

მაგალითად, ბარდაში და მის შემოგარენში, დაახლოებით 100 ადამიანია, რომლებიც ლტოლვილები არიან, მაგრამ  ჩამოთვლილია  301. სინამდვილეში, დაახლოებით 200 ადამიანს არაფერი აქვს საერთო ხანკენდთან და ლტოლვილებთან. იგივე სურათი დააფიქსირა  დამკვირვებელმა  სუმგაიტში, სადაც 66 ამომრჩეველიდან 46 მათგანს არანაირი კავშირი არ აქვს  ხანკანდენდთან. ამომრჩეველთა რაოდენობის გაყალბების გარდა, უხეში დარღვევები ხდებოდა საარჩევნო ყუთის ფორმით, ხმების დათვლის დროს და ა.შ.

ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტურალ განჯალიევი, რომელიც დაინიშნა მთიანი ყარაბაღის ”აზერბაიჯანული საზოგადოების” ხელმძღვანელად, მხოლოდ რეჟიმის მიერ დაყენებული ნომინალური ფიგურაა და არავითარი ლტოლვილების ინტერესების დამცველი.

ნახეთ მეტი
Back to top button