მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი მიიჩნევს, არცახის დემოკრატიული არჩევნები მიგვანიშნებს, რომ ის უკვე შემდგარი სახელმწიფოა

სომხეთის  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ მთიან  ყარაბაღში დემოკრატიული არჩევნების  ჩატარების პირობებში აბსურდია მისი აზერბაიჯანის შემადგენლობაში დარჩენა.   როგორც “არმენპრესი” იუწყება,ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა 20 თებერვალს საზოგადოებრივ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.

„არცახში  არჩევნების შედეგები ყოველთვის უფრო სანდო იყო, ვიდრე სომხეთში, და იმის თქმა, რომ არჩევნები შეიძლება იყოს საშიში, ეს არის აბსურდული, რადგან არცახში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ის  უკვე შემდგარი სახელმწიფოა და იმის დაჟინება,  რომ ის აზერბაიჯანის შემადგენლობაში უნდა იყოს  –  აბსურდია.  არჩევნები არის პლატფორმა, სადაც ქვეყნის განვითარების ხედვა უნდა განიხილონ, ხოლო ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენ თავს ვთვლით არცახის  ხალხის თავისუფალი ნების გამოხზატვის გარანტად“, – თქვა ფაშინიანმა.

31 მარტს მთიანი ყარაბაღის  საპრეზიდენტო არჩევნებში განაცხადი წარადგინა 14 კანდიდატმა. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6 პარტიამ და ერთმა ალიანსმა.

ნახეთ მეტი
Back to top button