მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი სწორია – სომხები და ქართველები არიან ძველი ერები: სანიკიძე

საქართველო შეშფოთებულია ალიევის მიერ გაკეთებული განცხადებით “ძველი აზერბაიჯანის შესახებ” და  ამით აჩვენებს, რომ ის უარს არ იტყვის დავით გარეჯთან დაკავშირებულ გეგმებზე.  საქართველო აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი უნდა  გამოვიყვანოთ  მისივე გამოგონილი  ისტორიიდან  და შევიყვანოთ რეალურ ცხოვრებაში.  რადგანაც  ყველა ისტორიული ფაქტები  გვხვდება ქართულ, სომხურ, სპარსულ, არაბულ და ბერძნულ წყაროებში.

ალიევმა აშკარა შეცდომა დაუშვა მიუნხენში, როცა ის საუბრისას ისტორიული ფაქტების სფეროში გადავიდა, თქვა  ქართველმა   პოლიტოლოგმა   დავით აქუბარდიამ და მოუწოდა საქართველოს  საზოგადოებას დაფიქრდნენ ამ საკითხის გარშემო.  

”ისინი აღრევენ ისტორიას, როგორც ეს თურქეთში ხდება. დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაზეა, იქ არსებული ეკლესიები და ისტორიული ძეგლები  ჩვენია, ამის შესახებ მრავალი ფაქტი  არსებობს“.  

ქართველი საზოგადოებრივი მოღვაწე აცხადებს, რომ   კავკასია სავსეა რეალური ფაქტებით, რომლებიც უნდა იქნას გამოყენებული, რათა მეზობელმა ქვეყანამ უარი თქვას მის მოგონილ მითებზე. აქუბარდიამ თქვა, რომ შეხვდა საქართველოში აზერბაიჯანის  საელჩოს მდივანს, რომელმაც აღნიშნა, რომ დავით გარეჯი ალბანური საეკლესიო  კომპლექსია.  

”ახლა ისინი აცხადებენ, რომ ალბანელები მათი წინაპრები არიან. ფაქტია, რომ ალბანელები არ არიან აზერბაიჯანელები. ვფიქრობ, ფაშინიანმა მისცა აკადემიური პასუხები და ამხანაგი ალიევი არ იყო კარგად  მომზადებული და  შეცბა პასუხის გაგონებაზე“.

თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60 კილომეტრში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, დავით გარეჯის კომპლექსის ირგვლივ ათწლეულების განმავლობაში სიტუაცია იძაბებოდა. ამ უკანასკნელ ხანებში კი ათასობით მოქალაქემ ცოცხალი კედელი აღმართა  საზღვარზე, როცა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ნება არ დართეს ქართველ სასულიერო პირებს შესულიყვნენ საეკლესიო კომპლექსის ტერიტორიაზე.

”ნათელია, რომ აზერბაიჯანი ახლა ცდილობს თავისი ისტორიის აგებას ჩვენი ისტორიის ხარჯზე.  და ეს ქვეყანა განიხილება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები უნდა იყვნენ დემოკრატიული, ადამიანის უფლებების პატივის მცემელნი. სტრატეგიულ  პარტნიორს  ირჩევენ  ღირებულებებით და არა ეკონომიკური გარემოებებით ”, – თქვა ირაკლი კაკაბაძემ, გარეჯის კამპანიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

დღეს, როდესაც ქართულ-აზერბაიჯანული სამთავრობო კომისია აგრძელებს დემარკაციის საკითხზე მუშაობას გაჭიანურებული საპროტესტო აქციების შემდეგ, ქართველი ისტორიკოსების  ყურადღების ცენტრშია ფაშინიან-ალიევის შეხვედრის დროს ალიევის მიერ გაკეთებულ ყალბი განცხადებები.   ისტორიკოსმა, ოპოზიციონერმა  გუბაზ სანიკიძემ „რადიოლურს“  განუცხადა, რომ საქართველოში ძნელია ვინმეს პოვნა,  ვისაც შეუძლია დაიჯეროს ალიევის მიერ გაჟღერებული შეხედულებები.

”ისტორია ჰგავს ქვას, რომლის განადგურება შეუძლებელია. ფაშინიანი მართალი იყო: სომხები და ქართველები უძველესი ერები არიან, სულ მცირე 3000 წლის ისტორია გვაქვს. ჩვენ აქ უძველესი დროიდან ვართ, გეოგრაფიულად  დავრქვით ერთმანეთს  „სომხეთი“   და „საქართველო“  ანუ ჩრდილოეთი და სამხრეთი.

სანიკიძე აღნიშნავს: ”ბოლშევიკებმა შექმნეს აზერბაიჯანი, ახლა კი მათ უკვე  გაუჩნდათ ამბიციები, რომ განიხილებოდნენ, როგორც უძველესი ერი“.

ნახეთ მეტი
Back to top button