მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა კომენტარი გაუკეთა მიუნხენში გაკეთებულ განცხადებებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის განცხადებას, რომ მთიანი ყარაბაღისთვის ეს ტერიტორიები კი არა არის, ეს  არის უსაფრთხოება და მთიანი ყარაბაღი ვერ დასთმობს მის უსაფრთხოებას.  როგორც “არმენპრესი“ იუწყება, ფაშინიანმა ამის შესახებ ილაპარაკა  საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

”ჩვენ ვამბობთ,  რომ ეს  სტატუს კვოს, როდესაც ის ჩამოყალიბდა, როდესაც არმიის თავდაცვის ძალებმა კონტროლი მოიპოვეს ამ ტერიტორიებზე, მათ ისე გააკეთეს, რომ აზერბაიჯანის აგრესიული მოქმედებები მთიდან ყარაბაღიდს მიმართ  განდევნილი ყოფილიყვნენ შორს და გამხდარიყვნენ მიუწვდომელნი,   რამდენადაც ეს შესაძლებელი  იყო. თუ იქნება შემოთავაზებული უსაფრთხოების ისეთი ეფექტური  მეთოდი,რომელიც გაუთანაბრდება არსებულს  მაშინ სომეხი ხალხი იმსჯელებს, მისაღებია თუ არა ის მათთვის“, – თქვა ფაშინიანმა.

პრემიერ მინისტრი ასევე შეეხო ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ არსებულ სპეკულაციებს.

”მთიანმა ყარაბაღმა დამოუკიდებლობა მოიპოვა ისევე, როგორც აზერბაიჯანმა. როდესაც ისინი საუბრობენ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე, ისინი საუბრობენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე. როდესაც აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, შეინარჩუნა საბჭოთა კავშირის ტერიტორიული მთლიანობა? შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო აღარ არსებობს, მაგრამ ასევე არ არსებობს სახელმწიფო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა მთიანი ყარაბაღი იყო, ეს სახელმწიფო არის აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ამ დისკურსს აქვს თავისი თავისებურებები,  რომლებიც გასათვალისწინებელია“, – თქვა მან.

ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საკითხის ნებისმიერი გადაწყვეტა მისაღები უნდა იყოს სომხეთის, ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ხალხებისთვის, და რომ ყარაბახის საკითხს სამხედრო გამოსავალი არ აქვს.

15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დროს გაიმართა დისკუსია მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ  ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

ნახეთ მეტი
Back to top button