კულტურა

ახალქალაქში ჩატარდა მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ამ დღეებში   ახალქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა დედათა ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

როგორც http://jnews.ge/-ი აღნიშნავს ღონისძიებისას ადგილობრივმა  მოსწავლეებმა   საზეიმო ვითარებაში წარმოადგინეს სომხური ენის ისტორია, უჩვენეს  საცეკვაო და მუსიკალური სპექტაკლები.  წაიკითხეს  ცნობილი სომეხი მწერლების ციტატები  ორგინალის  ენაზე.

მისალოცი და სამადლობელო  სიტყვა წარმოთქვა  სომხეთის ისტორიის წრის პასუხისმგებელმა ვაჩგანან რსტაკიანმა. მან წარმოადგინა მოკლე ისტორიული მიმოხილვა IV საუკუნეში სომეხი ხალხის სირთულეებისა და სომხური ანბანის შექმნის შესახებ, ხაზი გაუსვა ამგვარი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობას და მომავალი თაობებისთვის სომხური ენის შენარჩუნების საკითხს.

21 თებერვალი – დედა ენის საერთაშორისო დღე  (International Mother Language Day). დადგინდა 1999 წლის 17 ნოემბერს, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 30-ე სესიის გადაწყვეტილებით.

ენა  ყველაზე მძლავრი იარაღია ჩვენი მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარმა შეიძლება მალე დაკარგოს ენის უკანასკნელი მატარებლები.   ყოველ ორ კვირაში მსოფლიოში ერთი ენა ქრება, თან მიაქვს კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის მარაგიც.

ნახეთ მეტი
Back to top button