კულტურა

თბილისელი ფოტოგრაფი ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა კონკურსში გამარჯვებისთვის იბრძვის

აკოფოვი კონკურსზე საქორწინო გადაღებების კატეგორიაში მონაწილეობს. მასთან ერთად საპრიზო ადგილებისთვის საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთისა და ბელგიის ათი წარმომადგენელი იბრძვის

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისელი ფოტოგრაფი იური აკოფოვი ევროპის პროფესიონალი ფოტოგრაფების ფედერაციის (Federation of European Professional Photographers) კონკურსში მონაწილეობს და კატეგორიაში „ქორწილი” ფინალში გამარჯვებისთვის იბრძვის, განუცხადა „Sputnik-საქართველოს” ფოტოხელოვანმა.

ევროპის პროფესიონალი ფოტოგრაფების ფედერაცია ფოტოგრაფებისთვის საერთაშორისოდ აღიარებული არაკომერციული ორგანიზაციაა. ის 1992 წელს დაარსდა და ამჟამად ურთიერთობს ფოტოგრაფებთან მთელ მსოფლიოში.

FEP-ის შემადგენლობაშია ეროვნული პროფესიული ასოციაციები ისეთი ქვეყნების, როგორიცაა ავსტრია, ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და სხვა.

FEP ყოველწლიურად ატარებს კონკურსს „ევროპის წლის ფოტოგრაფი” და „მსოფლიოს ჩემპიონატი ფოტოგრაფიაში”. „ევროპის წლის ფოტოგრაფის” გამარჯვებულების დაჯილდოება 22 მარტს რომში გაიმართება. თბილისელი ფოტოგრაფი იბრძოლებს საპრიზო ადგილისთვის ტოპ-სამეულში: „ოქროს კამერა” (პირველი ადგილი), „ვერცხლის კამერა” (მეორე) და „ბრინჯაოს კამერა” (მესამე).

იური აკოფოვი კონკურსზე საქორწინო გადაღებების კატეგორიაში მონაწილეობს. მასთან ერთად საპრიზო ადგილებისთვის საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთისა და ბელგიის ათი წარმომადგენელი იბრძვის.

აკოფოვი საქორწინო, პორტრეტის, ფეშენისა და კომერციული ფოტოგადაღების ოსტატია. არის ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ფედერაციის წევრი და ამერიკის ფოტოგრაფიული საზოგადოების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

„ევროპის წლის ფოტოგრაფის” კონკურსში ის მონაწილეობას 2017 წლიდან იღებს. მან გაიმარჯვა კატეგორიაში „საქორწინო გადაღება” და უმაღლესი ჯილდო „ოქროს კამერა” მიიღო.

ნახეთ მეტი
Back to top button