ორი თვით წყდება სახმელეთო მიმოსვლა სომხეთ-ირანს შორის
დასრულდა კორონავირუსის პრევენციის კომისიის სხდომა, რომლის შედეგების შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის ფესბუქის გვერდზე ჩანაწერი გამოაქვეყნა.
გადაწყდა:
1. ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან სახმელეთო კომუნიკაციების შეწყდეს ორი კვირის განმავლობაში.
2. გამოიყენებული იქნას ნაწილობრივი შეზღუდვები საჰაერო კომუნიკაციებზე.
3. განხორციელდეს ტვირთის ტრანსპორტირება ირანის ისლამურ რესპუბლიკიდან შეზღუდვების გარეშე, მძღოლებისთვის სპეციალური კონტროლის რეჟიმის დანერგვით.
4. არ იქნება რაიმე შეზღუდვა სომხეთისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების თვალსაზრისით.
5. ვიქნებით გამუდმებულ კომუნიკაციაში ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობასთან ორი კვირის განმავლობაში, რათა დაუბრკოლებრივ ვფლობდეთ სრულ ინფორმაციას ირანში გავრცელებული კოროვირუსის მასშტაბის შესახებ.
6. მთავრობა მალევე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.
„საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო, რომ სომხეთში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები არ გვაქვს და იმედი მაქვს, რომ არც გვექნება. კორონავირუსის დიაგნოზის დასადგენად, სომხეთს აქვს ყველა საჭირო ტექნიკური და პროფესიონალური რესურსი სწორი დიაგნოსტირებისათვის“,- წერს ფაშინიანი.