მთავარიპოლიტიკა

საქართველო ქმნის კომიტეტს, რომელიც დაიცავს დავით გარეჯს აზერბაიჯანული ოკუპაციისგან

2020 წლის 24 თებერვალი. ,,ინფოტეკა 24“-ის ინფორმაციით, საქართველოში შეიქმნა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაცვის კომიტეტი. მოძრაობის ინიციატორია ადამიანის უფლებათა დამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე. კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან. მჟავანაძემ თავის ფეისბუქ გვერდზე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გადაიდგმება აქტიური ნაბიჯები აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე ქართული ეკლესიების ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

”აზერბაიჯანის საოკუპაციო ძალებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ დავით გარეჯის ტერიტორია!” – აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ ქართული ტელევიზიის ”ობიექტივი” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის თემას ცოტა ხნის წინ შეეხნენ სხვა ქართველი საზოგადო მოღვაწეებიც. ოპოზიციონერმა აქტივისტმა, აღმოსავლეთმცოდნე გუბაზ სანიკიძემ და პოლიტოლოგმა და მიმომხილველმა დავით აქუბარდიამ მკაცრად გააკრიტიკეს აზერბაიჯანის პრეტენზიები როგორც დავით გარეჯზე, ასევე  მთელ მათ სახელმწიფო პოლიტიკაზე. რასაც აზერბაიჯანის მხრიდან დაუყოვნებლივ მოჰყვა სისხლისსამართლებრივი დევნის მუქარა. და, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანულმა მხარემ ეს „სომხურ კვალად“ მიიჩნია.

შეგახსენებთ, რომ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ქართველი მკვიდრები და სასულიერო პირები ვერ ახერხებენ აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე მდებარე დავით გარეჯის კომპლექსის ეკლესიების მონახულებას. იქ შესასვლელი დაბლოკილია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ, რომლებმაც თვითნებურად დააყენეს ახალი სასაზღვრო პუნქტი ამ ტერიტორიაზე, რომლის ბედი გადაწყვეტილი არ არის. ამ სასაზღვრო მონაკვეთზე არ განხორციელებულა დემარკაცია და დელიმიტაცია. 2019 წლის ზაფხულში დავით გარეჯში რამდენიმე ინციდენტი მოხდა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის. დავა ასევე გართულდა იმითაც, რომ ქართული კომპლექსი დავით გარეჯი აზერბაიჯანში ითვლება “ალბანური კულტურის” ძეგლად, თუმცა არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი საბუთი ამ კომპლექსის ალბანური წარმოშობის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button