მთავარისპორტი

სომეხმა ამერიკელმა სპორტსმენმა მიიღო სომხეთის მოქალაქეობას და შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ტოკიო 2020-ში

აშშ-ს წარმომადგენელმა მსუბუქი ათლეტმა  ალისონ ჰალვერსონმა ოფიციალურად მიიღო სომხეთის მოქალაქეობა და, სავარაუდოდ, ის წარმოადგენს სომხეთს  ტოკიოს ოლიმპიადაზე.

„მე ოფიციალურად ვარ სომხეთის მოქალაქე. ვამაყობ ამ მიღწევით. 100 წელზე მეტი ხნის წინ ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროში… ბევრმა მათგანი  საშინელ პირობებში გარდაიცვალა,   მაგრამ ბაბუამ  შესძლო სომეხთა გენოციდისგან თავის დაღწევა, მან ახალგაზრდა გოგონას ტანსაცმელი ჩაიცვა და გემით მიაღწია ელისის კუნძულს. რომ არა ჩემი მამაცი წინაპრები მე დღეს აქ არ ვიქნებოდი.  

მე შემიყვარდა ეს მშვენიერი, ლამაზი, სტუმართმოყვარე და ძლიერი ქვეყანა და ველოდები იმას, თუ რას გვიმზადებს მომავალი“.

ალისონ ჰალვერსონი არის პროფესიონალი მრავალჭიდში, მან თვითონ მიმარტა სომხეთის მოქალაქეობის მიღებისათვის.  ალისონმა ხაზი გაუსვა სომხეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, ევროპის ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი  რეკორსმენის, რობერტ ემმიანის ფასდაუდებელ მხარდაჭერას.

ნახეთ მეტი
Back to top button