მთავარისაზოგადოება

სომხეთი მიიღებს გადაწყვეტილებას ირანთან კომუნიკაციის შეწყვეტის შესახებ

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, მიმართა რა სრ მოქალაქეებს,  ფეისბუქზე დაწერა:

სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონის მე -16 მუხლის საფუძველზე, რომელიც ეხება ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხის შემთხვევაში სახელმწიფო საზღვარზე კომუნიკაციის დროებით შეწყვეტას, მთავრობა მიიღებს რიგგარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან კომუნიკაცია ორი კვირის განმავლობაში.

კერძოდ, შეჩერდება ირან-სომხეთის საჰაერო კომუნიკაცია და მეღრის სასაზღვრო გამშვები პუნქტით პირთა შემოსვლა სომხეთში.

აქვე მინდა გაცნობოთ, რომ ხვალ დილით გაიმართება კორონავირუსის დაავადებათა პრევენციის კომისიის სხდომა, რომლის დროსაც განვიხილავთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს, შესაძლო სცენარებსა და გასატარებელ ზომებს. ეს კომისია, სხვათა შორის, მოქმედებს 31 იანვრიდან.

ყოველ შემთხვევაში, საჭიროდ ვთვლი ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანიკის გავრცელების არავითარი მიზეზი არ არსებობს. ასეთი ქმედებები ნებისმიერ შემთხვევაში საზიანოა.

ნახეთ მეტი
Back to top button