პოლიტიკა

სომხეთში სლოვაკეთის საელჩოს დაფუძნება ორმხრივ დღის წესრიგს გაამდიდრებს, საგარეო საქმეთა მინისტრი:

არმენპრესი. სრ საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთში სლოვაკეთის საელჩოს დაარსება გააძლიერებს და თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ქვეყნების ორმხრივ დღის წესრიგს. “არმენპრეს”-ის გადდმოცემით, მნაცაკანიანმა ამის შესახებ აღნიშნა 24 თებერვალს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩაკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

”სომხეთსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობების დამყარების დღიდან ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა ურთიერთპატივისცემისა და თანაგრძნობის საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთში სლოვაკეთის საელჩოს დაარსება ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს და გაამდიდრებს ორმხრივ დღის წესრიგს”,- აღნიშნა მინისტრმა.

მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ მიროსლავ ლაიჩაკთან ერთად განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის რიგი საკითხები, შეეხნენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას და განვითარებას. სომხეთში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა გაიმართება 24 თებერვალს.

ნახეთ მეტი
Back to top button