პოლიტიკა

IPSOS კვლევა: 51% ოლიგარქს ნეგატიურად აფასებს, 50% კი სააკაშვილის როლს პოზიტიურად ხედავს

Newposts-ის ინფორმაციით, როგორია ბიძინა ივანიშვილის როლის აღქმა? – IPSOS კვლევის თანახმად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნეგატიური მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზრდილია. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 51% ივანიშვილს ნეგატიურად ახასიათებს. რაც შეეხება პოზიტიურ ჯამს, კვლევის თანახმად მან 41% შეადგინა.


რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლის აღქმას, ამ შემთხვევაში პროცენტები ასე გადანაწილდა:
პოზიტიური ჯამში – 49%
ნეგატიური – 44%

როგორც ცნობილია ფრანგულმა კვლევითმა ორგანიზაციამ საქართველოს მასშტანით, პირისპირ გამოკითხა 1500 ადამიანი, საველე სამუშაოები ჩატარებულია – 27 იანვარი-5 თებერვალი შუალედში.

კვლევის ცდომილება – 2.5%-ს შეადგენს.

ნახეთ მეტი
Back to top button