საზოგადოება

აზერბაიჯანელები გადავიდნენ ქართველი პოლიტიკოსების პირდაპირ შეურაცხყოფაზე

ინფოტეკა 24.   ცხადია აზერბაიჯანში მიჩვეულნი არ არიან საქართველოს მხრიდან მკაცრ კრიტიკას.  ბაქოში საქართველოს მიიჩნევენ როგორც დამოკიდებულ და მთლიანად კონტროლირებად ქვეყანას, მაგრამ ისინი ცდებიან.  ასევე  ცდებიან, როცა  თვლიან, რომ ქართველი ლიდერების კონსტრუქციული კრიტიკა შეიძლება  შეცვლილი იქნას  ბანალური შეურაცხყოფით.

ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა საიტმა Vzglyad.az–მა მიმართა ამ ხერხს.  ჩვენ ვსაუბრობთ ქართველი ოპოზიციური ფიგურის, აღმოსავლეთმცოდნის  გუბაზ სანიკიძისა და გამოცდილი პოლიტიკური მიმომხილველის დავით აქუბარდიას განცხადებებზე, რომელთა შესახებაც ადრე ვწერდით. (1,2). სანიკიძემ და აქუბარდიამ გააკრიტიკეს აზერბაიჯანული მითები  და მათი პრეტენზიები  დავით გარეჯთან ედაკავშირებით.

„ვითომ პოლიტიკოსი“, „უვიცი“,  „სისულელეების მოლაყბე“ ასე მოიხსენიებს სტატიის ავტორი პოლიტიკოსს,  ისიც კი არა ერთ ადგილას წერს,  რომ „ საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტის  ფსიქიატრიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის  საუკეთესო საკურსო ნამუშევრის თემას წარმოადგენსო“.

ყოველივე ამას ეწოდება argumum ad hominem, ის არ არის მისასალმებელი ჟურნალისტურ გარემოში და კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად დაეცა აზერბაიჯანში ჟურნალისტის მორალური სახე. სტატისს ავტორი გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფს   ქართველ  ლიდერებს ბოლოს მუქარის სიტყვებსაც  (!) კი ავრცელებს:

„და  ბოლოს, იმისათვის, რომ დავამშვიდოთ ეს ხალხი (ზემოხსენებული ქართველი ლიდერები ) და გავათავისუფლოთ  აზერბაიჯანის სიძულვილისა და შურისაგან  ჩვენ ხაზს ვუსვამთ: აზერბაიჯანის ტერიტორია კი არ შემცირდება,  არამედ გაფართოვდება  და ზომაში მოიმატებს . ეს კი უბრალოდ,  დროის საქმეა…“, —  ასე ამაყად ასრულებს ავტორი სტატიას.

ნახეთ მეტი
Back to top button