მზად არის თუ არა სომხეთი კორონავირუსისათვის: ჯმო ექსპერტი სომხეთში იმყოფებოდა

ამ უკანასკნელ დღეებში სომეხთში იმყოფებოდა ჯმო ექსპერტი იმის შესაფასებლად მზად არიან თუ არა სომხური სამედიცინო დაწესებულებები კორონავირუსის შემთხვევისათვის.
როგორც „სპუტნიკი-არმენია“ წერს ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა არტავაზდ ვანიანმა.
„თუ კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა სომხეთში, ჩვენ მზად ვართ გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები. შეფასებულია ჩვენი სამედიცინო ცენტრების შესაძლებლობები, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა დაავალა გამოსწორებული იქნას ყველა ხარვეზი. ხარვეზი ძირითადად ეხება იმას, რომ თუ ინფექცია გავრცელდება გვაქვს თუ არა პირბადეები და ხალათები საკმაო რაოდენობით”- თქვა ვანიანმა.
ნიღბების არარსებობასთან დაკავშირებით, სპეციალისტმა უპასუხა, რომ აფთიაქებში ნიღბების ნაკლებობაა, მაგრამ იდგმება ნაბიჯები დამატებითი ნიღბების მოსაპოვებლად.
ვანიანის თქმით, 83 ადამიანი საავადმყოფოში იქნა ეჭვმიტანილი კორონავირუსით, სადაც ყველა ტესტირება ჩაუტარდა. შედეგები უარყოფითი აღმოჩნდა.
”ამჟამად კორონავირუსისთვის გვაქვს 600-700 ტესტი, უფრო მეტიც, უახლოეს მომავალში მივიღებთ 1000 ტესტს. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს”, – თქვა ვანიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გადაწყდა ირანთან სახმელეთო საზღვრის დახურვა ორი კვირის განმავლობაში. ვრცელდება საჰაერო მოძრაობის არასრული შეზღუდვები. ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ტრანსპორტირება განხორციელდება შეზღუდვების გარეშე, მძღოლებისთვის სპეციალური კონტროლის რეჟიმის გამოყენებით. არანაირი შეზღუდვა არ იქნება გამოყენებული სომხეთის რესპუბლიკისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისთვის.