საერთაშორისო

ნიკოლოზ მჟავანაძე დავით გარეჯის შესახებ: ჩვენ რა , თავი უნდა მოვიხაროთ აზერბაიჯანის წინაშე და შევუქმნათ მათ ისტორია?

ინფოტეკა 24.  ქართველმა საზოგადო მოღვაწემ და  დავით გარეჯის დაცვის კომიტეტის დამფუძნებელმა  ნიკოლოზ მჟავანაძემ,  საავატორო პროგრამა „ობიექტივის“  ეთერში მკაცრად გააკრიტიკა აზერბაიჯანული ოკუპაცია და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის  ხელში ჩაგდების მცდელობა.

„ქსელში ვრცელდება კადრები, თუ როგორ აწყობენ აზერბაიჯანელები მსვლელობას დავით გარეჯში. მათმა ახლებური ტრადიცია შემოიღეს, ადიან,  დროშებს აფრიალებენ და ქაბაბს წვავენ.  საქართველოში ბევრი მეჩეთი გვაქვს. წარმოიდგინეთ, ჩვენაც რომ იგივე მოვიმოქმედოთ, მეჩეთში შესვლისას დროშები ვაფრიალოთ,  ცეკვა და ჭამა-სმა გავმართოთ. ამის გამო ჩვენს სახელმწიფოს პრობლემები შეექმნებოდა..   

დავით გარეჯი არის ჩვენი მეორე იერუსალიმი, ბერების აკვანი, ადგილი, სადაც 6000 გარეჯელმა მიიღო მოწამეობა. ჩვენ ეს ტერიტორია აზერბაიჯანელ ოკუპანტებს ვაჩუქეთ.  მათ კი გააქვთ  ქართველ წმინდანთა საფლავები… მათ ჩვენ  გზა გადაგვიკეტეს ჩვენი ეკლესიისაკენ.

ჩვენ ვიბრძოლებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო საქართველოს დაბრუნდნენ. ბევრი რამ დავკარგეთ, ჰერეთი და სხვა ტერიტორიები, მაგრამ დროებით.

ჩვენ რა, თავი უნდა მოვიხაროთ აზერბაიჯანის წინაშე და შევუქმნათ მათ ისტორია?

 გაიყიდა მედია, ჟურნალისტი, ექსპერტები. SOKAR-ს  მიეყიდნენ, თქვენ რა სისხლის ნაცვლად ნავთობი გაქვთ?“ , – კითხულობს ნიკოლოზ მჟავანაძე.

ნახეთ მეტი
Back to top button