მთავარისაზოგადოება

როგორ კონტროლდებიან კორონავირუსის სავარაუდო მატარებლები სომხეთში? დეტალურად განმარტავს სპეციალისტი

,,ნოვოსტი-არმენია”. ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა არტავაზდ ვანიანმა საინფორმაციო სააგენტო ,,ნოვოსტი-არმენია”-ს  განუცხადა, თუ როგორ კონტროლირდება ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან სომხეთში ჩამოსულთა შორის კორონავირუსის არსებობა.

ჩინეთის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 24 თებერვლის მდგომარეობით, ჩინეთში კორანვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა 2592-მდე, გამოჯანმრთელდა 24734 ადამიანი.

”ივსება სააღრიცხვო ბარათი და თუ ადამიანს არ აქვს სიმპტომები, მას ეძლევა სომხეთში შემოსვლის უფლება, სადაც 14 დღის განმავლობაში იმყოფება ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშ”, – აღნიშნა მან.


ვანიანმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, კლინიკის პერსონალი და ცენტრის ექსპერტები, რომლებსაც ინფორმაცია ეძლევათ ჩამომსვლელთა შესახებ, ყოველდღიურად ინახულებენ მათ, ან ურეკავენ ტელეფონზე, რათა გაეცნონ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას და აცნობონ, ვის უნდა მიმართონ კორონავირუსის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.


ორშაბათს პრესკონფერენციაზე მან ასევე აღნიშნა, რომ დღეიდან დაინერგება სავალდებულო “მგზავრების საცხოვრებელი მისამართის ბარათები,  სომხეთში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად “, არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ სხვა ეპიდემიოლოგიურად არახელსაყრელი ქვეყნებიდან, მაგალითად, იტალიიდან, კორეიდან და ირანიდან ჩამოსული მგზავრებისთვის.


 ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსის ინფექციის 47 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 12 ადამიანი დაიღუპა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ორშაბათს კოროვირუსის გავრცელების პრევენციის კომისიის სხდომის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან სახმელეთო კომუნიკაციის ორი კვირის განმავლობაში (გარდა ტვირთის გადაზიდვისა) შეჩერების შესახებ. ასევე გადაწყდა, რომ გამოიყენონ არასრული შეზღუდვები საჰაერო მიმოსვლის მიმართ, დაწესდეს სპეციალური კონტროლი მძღოლების მიმართ და არ დაწესდეს რაიმე შეზღუდვა სომხეთისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებზე სამშობლოში დასაბრუნლად.

ნახეთ მეტი
Back to top button