
სომხეთი ცვლის ეროვნული პოლიტიკის მასშტაბებს, მიუთითებს წერტილებს, რომლებზეც გადის სომეხი ხალხის ბუნებრივი არეალი.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ვანის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს. ამ განცხადებაში მითითებული არ არის სიტყვა „თურქეთი“. სომხეთს არ აუღიარებია თურქეთის საზღვრები და ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა ამას მიიჩნევს დიდ გამოწვევად ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ვანი არ არის თურქეთი, ამის თქმა უნდა ამ გზავნილით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანინმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს უპასუხა რა კითხვას იერუსალიმის მომავალი სტატუსის შესახებ, ილაპარაკა სომხებით დასახლებული კიდევ ერთი წერტილის ირგვლივ:
„სომხეთი ყურადღებით აკვირდება იერუსალიმის სტატუსის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რაც განპირობებულია წმიდა ქალაქში სომეხთა მრავალსაუკუნოვანი არსებობით, სომხეთის მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით, აგრეთვე იმით, რომ სომხური სამოციქულო ეკლესია ერთ-ერთია ეკლესიაა, რომელსაც უფლებამოსილება გააჩნია ამ წმინდა ადგილის მიმართ. სომხეთი თვლის, რომ იერუსალიმის საბოლოო სტატუსი უნდა განისაზღვროს დაინტერესებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების გზით“,-თქვა მნაცაკანიანმა.
სომხური კვარტალი არის იერუსალიმის ძველი ქალაქის ოთხი უბნიდან ერთ-ერთი, რომელიც ძველი ქალაქის ფართობის 14% -ს შეადგენს. სომხეთის საპატრიარქო დაარსდა მე -7 საუკუნეში. იერუსალიმის წმინდა აღდგომის ეკლესია ეკუთვნის იერუსალიმის საბერძნეთის მართლმადიდებლურ საპატრიარქოს, იერუსალიმში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს და ფრანცისკანელთა ორდენს.
იერუსალიმის სტატუსის დადგენა შეუძლებელია სომხური ფაქტორის გათვალისწინების გარეშე – ეს არის სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი მესიჯი. ეს მესიჯი განსაკუთრებით აქტუალურია შუა აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. სომხური ფაქტორი რეგიონში მთავარ ფაქტორად ყალიბდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ს კონგრესმა და სირიის პარლამენტმა აღიარეს სომეხთა გენოციდი.
ავტორი: გეორგი ტერ-ისავერდიან