კულტურა

ფესტივალი ,,შირაკის ზამთარი 2020” აცხადებს, რომ პრეტედენტობს გახდეს ყველაზე მოსალოდნელი ზამთრის ღონისძიება

არმენპრესი. ზამთრის სპორტული სახეობები, კულტურული ღონისძიებები და შესანიშნავი გართობები. ფესტივალის ,,შირაკის ზამთარი 2020” ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ აშოცქში ჩამოსული სტუმრები იმედგაცრუებული არ დარჩებიან. 24 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს ფესტივალის ორგანიზატორებმა  და დაარწმუნეს, რომ ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი და ღონისძიებებით სავსე იქნება.

“არმენპრეს” -ის ცნობით, 29 თებერვალს, აშოცქში გაიმართება ფესტივალი ,,შირაკის ზამთარი 2020”, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება საინტერესო კულტურული და სპორტული ღონისძიებები. მისი დევიზი იქნება “გავაცილოთ ზამთარი შირაკის რეგიონში”.
პრესკონფერენციის განმავლობაში, შირაქის სამხარეო ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაჩაგან ვარდანიანი და შირაქის ტურიზმის განვითარებისა და კვლევითი ცენტრის კოორდინატორი ნაირა გრიგორიანი შეეხნენ ფესტივალის ორგანიზაციულ საქმიანობას, საინტერესო სიურპრიზებს, მოსალოდნელ ღონისძიებებსა და კონკურსებს.

”ყველას ვეპატიჟებით ზამთრის ბოლო დღის გაცილებისა და შირაკის ჩრდილოეთის სილამაზის სანახავად. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ღონისძიება დაუვიწყარი გახდეს. იგი შედგება სპორტული, გასართობი და კულტურული სექტორებისგან. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება შეჯიბრებები სათხილამურო სპორტში, მკლავჭიდში, თოკის გაწევაში, სროლაში, ასევე საინტერესო საკონცერტო პროგრამები. იქნება კვების პავილიონები”,- აღნიშნა ნაირა გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button