მთავარისაზოგადოება
ლარსის გზა ჩაკეტილია სატვირთო მანქანებისთვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების განყოფილების და რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის კრიზისების მართვის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, სტეფანწმინდა-ლარსის გზატკეცილი სატვირთო მანქანებისთვის დახურულია, ხოლო სხვა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ღიაა.
რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის კრიზისების მართვის ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დაგროვილია 483 სატვირთო მანქანაა.
მძღოლებს ურჩევენ მანქანები მართონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით.