მთავარისაზოგადოება

მეღრის გამშვებ პუნქტში შესული სატვირთო ავტომანქანები მოწმდება სშკ საწყობებშიც კი: სპეციალისტი გაემგზავრა თეირანში – მინისტრი

გუშინ ძალაში შესული ირან-სომხეთის  სასაზღვრო მიმოსვლის შემზღუდველი სომხეთის მთავრობის დადგენილების თანახმად,  მეღრის  გამშვები პუნქტიდან გამოსული ყველა სატვირთო ავტომობილი   გადაადგილდება სომხეთის ტერიტორიაზე სპეციალისტებისა და პოლიციის თანხლებით. ხდება ირანის მოქალაქე  მძღოლების შემოწმება სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის საწყობებშიც კი, ხოლო სომხეთის მოქალაქე  მძღოლების  მიმართ წესდება მეთვალყურეობა მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.  ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა ჩანაწერი გამოაქვეყნა  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„ჩემი დავალების საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის სპეციალისტი გაემგზავრა თეირანში, რომ დღეს თვითმფრინავით დაბრუნებული მგზავრების სათანადო კონტროლი განახორციელოს. მგზავრების თვთმფრინავში ჩაჯდომისას ის შეამოწმებს მგზავრთა განწყობას, გააკონტროლებს, რომ მგზავრებმა გამოიყენონ დამცავი მოწყობილობა  და მოგვაწოდებს ინფორმაციას რათა ჯეროვნად იქნეს განხორციელებული მათი  მიღება ერევანში.  ჩივილების მქონე პირებს   ჩაუტარდებათ ტესტირება, საჭიროების შემთხვევაში ადგილი ექნება მათ ჰოსპიტალიზირებას.

ჩემი მოადგილე შავარშ გრიგორიანი ამჟამად მუშაობს აეროპორტში და  კოორდინაციას უკეთებს მიმდინარე სამუშაოებს“.

ნახეთ მეტი
Back to top button