
სომხეთის პრემიერ -მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის გვერდზე ჩანაწერი გამაოქვეყნა:
ძვირფასო თანამემამულენო, თქვენ ალბათ გახსოვთ როდესაც მე სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დავიკავე ჩემი ხედვა გამოვაქვეყნე, რომ სომხეთი უნდა გახდეს მაღალი ტექნოლოგიების, სამრეწველო ქვეყანა, რომ უნდა ჰქონდეს ექსპორტისაკენ მიმართული ეკონომიკა.
ამჟამად წარმოგიდგენთ 2019 წლის შედეგებს:
1.გადამმუშავებელი მრეწველობა გაიზარდა 12% -ით, მშპ-ს სტრუქტურაში 12.1% -ით ის წამყვანი ეკონომიკური მიმართულება ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემი არ შეიცავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებს, სიტყვა ეხება მხოლოდ გადამმუშავებელ მრეწველობას.
2. 2019 წლის მდგომარეობით, სომხეთიდან საქონლისა და მომსახურების ექსპორტი გაიზარდა 10.3% -ით. მათ შორის, საშუალო ტექნოლოგიური ელემენტების მქონე საქონლის ექსპორტი გაიზარდა 26.9% -ით, ხოლო მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტი – 13.5% -ით.
3. ტურიზმი, რომელიც ასევე ექსპორტად მიიჩნევა, რადგან ის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ გამოიყენება, გაიზარდა 14.7% -ით და ბოლოს ყველაზე მაღალი შედეგი ჰქონდა და ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულება იყო საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი კვების სექტორი, ის 2018 წელთან შედარებით გაიზარდა 27.2 %-ით“, – წერს ის.