მთავარისაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსის ეჭვით 37 პირი იქნა ჰოსპიტალიზირებული: ჯანდაცვისა და შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი

ჯანდაცვისა და შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა  ჰაკობ  ავაგიანმა,  „ჰერანკარის“ პავილიონში ისაუბრა  იმ სამუშაოების შესახებ, რომლების მიმდინარეობს სომხეთში  კორონავირუსის  პრევენციისათვის.

„ ჩვენ ჩამოსულებს არა მარტო სიცხეს ვუზომავთ დისტანციური თერმომეტრით, არამედ  ვუტარებთ  გარე კვლევასაც.  შესაძლებელია სიცხე არ ჰქონდეს ან წამალი ჰქონდეს დანალევი, მაგრამ არსებობს გარე სიმპტომები, რომლითაც შესაძლებელია გამოცნობა“, _ თქვა ავაგიანმა.

ჯანმრთელობისა და შრომის ინსპექციის უფროსის თქმით, სხვა ზომებიც მიიღება:

„ ვთანამშრომლობთ  ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. წინასწარ  ვიცით, რომ გვეყოლება საშიში ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრები. მათთვის წინასწარ არის შევსებული სამისამართო  ბარათები. 24 იანვრიდან უკვე შევსებული გვაქვს 1271 სამისამართო  ბარათი, რომელთაგან 36 ჰოსპიტალიზებული იქნა სასაზღვრო გამშვები  პუნქტებიდან.  მათი უმეტესი ნაწილი აეროპორტ „ზვართნოციდანაა“  მეორე ადგილზეა  ბაგრატაშენის გამშვები პუნქტი“, – დასძინა ჯანმრთელობისა და შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება მეღრის გამშვებ პუნქტს, აქ ჰოსპიტალიზაციის მხოლოდ ერთი შემთხვევა მოხდა. ის არის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ვაჭრობით არის  დაკავებული და სამედიცინო ცენტრში  უკვე გაირკვა, რომ კორონავირუსით დაავადებული არ არის.

ნახეთ მეტი
Back to top button