სრ შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო ნაწილში აკრძალულია სამხედრო მოსამსახურეთა მშობლებისა და ახლობლების მონახულება და ყველა სახის სამხედრო შვებულება. თავდაცვის სამინისტრო.

/ნოვოსტი-სომხეთი/. რეგიონში, კერძოდ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაფიქსირებული ახალი კორონავირუსული დაავადების შემთხვევებთნ დაკავშირებით, 25 თებერვლიდან სრ შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო ნაწილში აიკრძალა სამხედრო მოსამსახურეთა მშობლებისა და ახლობლების ვიზიტი, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ყველა სახის შვებულების, მათ შორის სარეაბილიტაციო შვებულების (სამკურნალო) მიცემა (გარდა იმ სამხედროებისა, რომლებიც გადიან “მე ვარ” პროგრამას), იტყობინება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
“პრევენციული ზომების გატარება სრ შეიარაღებულ ძალებში მიზნად ისახავს კორონავირუსის დაავადების სამხედრო ნაწილებში შესვლის თავიდან აცილებას, სამხედრო მოსამსახურეების კონტინგენტის მაქსიმალურად დაზღვევას და საჭიროების შემთხვევაში სწორად ეპიდემიის საწინააღმდეგო ოპერაციების ჩატარების ორგანიზებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველა სამხედრო მოსამსახურის ნათესავებს თავი შეიკავონ სამხედრო ნაწილებში ვიზიტებისაგან, გონივრულად მიუდგნენ მიღებულ ზომებს, რადგან ეს სწორედ სამხედროების ინტერესებიდან გამომდინარეობს.