მთავარისაზოგადოება

არსენ თოროსიანმა და მისმა ქართველმა კოლეგამ განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია

სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინა ტიკარაძემ განიხილეს საქართველოში კოროვირუსული მდგომარეობის შესახებ.  როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ მინისტრმა არსენ თოროსიანმა ჩანაწერი განათავსა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მითხრა, კორონავირუსით დაავადებულს შეხება ჰქონდა 4 ადამიანთან, რომლებიც გამოკვლეულნი იქნენ და მათ არ დაუდგინდათ ვირუსი. ეს ადამიანები კარანტინის ქვეშ დარჩებიან“, –  წერს  არსენ თოროსიანი.

Covid-2019 ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში. ამის შესახებ  განცხადება  გააკეთა  ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინა ტიკარაძემ. ინფიცირებული არის საქართველოს 50 წლის მოქალაქე, რომელიც ახლახან ჩავიდა ირანიდან აზერბაიჯანის გავლით. ის მაშინვე გადაიყვანეს თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში.

ნახეთ მეტი
Back to top button