ეკონომიკა

ევროპიდან სომხეთში 12 ახალი ავიარეისი გაიხსნება

2020 წელს იგეგმება 12 ახალი ავიარეისის  გახსნა, ძირითადად ევროპიდან.

როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე თქვა სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ სუსანა საფარიანმა.

„წელს ჩვენ გვექნება პირდაპირი ფრენები სომხეთიდან გერმანიასა და იტალიაში: რომი, მილანი, მემინგენი, ბერლინი, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში – პაფოსი, სალონიკი, ათენი, ლარნაკა, ვენა, ვილნიუსი. ეს ბუნებრივია, გავლენას მოახდენს ტურიზმის მაჩვენებლების ზრდაზე“, – განაცხადა  საფარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button