საერთაშორისო

ნიკოლოზ მჟავანაძე: აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წინ, გაიმართა მიტინგი აზერბაიჯანული ჯარების მიერ ქართული სამონასტრო კომპლექსის ოკუპაციის წინააღმდეგ დავთ გარეჯის დაცვის  კომიტეტის დამფუძნებელმა და აქციის ორგანიზატორმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ ინტერვიუში განაცხადა,  რომ აზერბაიჯანი მტრულად განწყობილია  საქართველოს მიმართ, ხოლო პრეზიდენმა  ალიემა  საქართველოს მიაყენა დარტყმა ზურგში.  მომიტინგეები მოითხოვდნენ დავით გარეჯის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას და აზერბაიჯანული სამხედროების დეოკუპაციას.

„აზერბაიჯანი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მათ დაიპყრეს ჩვენი სალოცავები დავით გარეჯში. არ უშვებენ  მომლოცველებს. ალიევსა და საქართველოს პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას შორის ადგილი ჰქონდა შეთანხმებას ამ მონასტერში სასულიერო პირების დაშვების შესახებ.  დღეს ჩვენ ილჰამ ალიევს მივმართავთ წერილით,   სადაც მოვითხოვთ  აზერბაიჯანული საოკუპაციო ძალების დაუყოვნებლად გაყვანას  დავით გარეჯიდან “, – თქვა მჟავანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საქართველოში შეიქმნა დავით გარეჯის დაცვის კომიტეტი. ქართული სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს აზერბაიჯანთან საზღვარზე და მისი რამდენიმე ეკლესია ოკუპირებულია აზერბაიჯანის მესაზღვრეების მიერ. დავები კომპლექსის მფლობელობასთან დაკავშირებით არ შემოიფარგლება მხოლოდ ტერიტორიული კომპონენტის საკითხით. აზერბაიჯანული მხარე VI საუკუნის საქართველოს სამონასტრო კომპლექსს „ალბანური კულტურის ძეგლად“ მიიჩნევს.

ნახეთ მეტი
Back to top button