მთავარისაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

“გვინდა გაცნობოთ, სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიიდან, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. ვირუსი  დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდა. ის გადაყვანილი იქნა ინფექციურ საავადმყოფოში. მინდა გაცნობოთ, რომ საბაჟო ზოლზე ეს მოქალაქე სრულად ეკიპირებულმა მებაჟეებმა. ეს ამცირებს მათი დასნებოვნების რისკს, თუმცა ჩვენ ეხლა ვახორციელებთ მათი ჯანმრთელობის კონტროლსაც და ისინიც გადაყვანილნი იქნებიან საკარანტინო სივრცეში”,— თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

“ამ დროისთვის პაციენტი გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში, მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მინდა დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა, ჩვენ არა გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საგანგებო საბჭოს შეხვედრა პრემიერთან, სადაც მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილებები. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისი საკარანტინე სივრცეები, ისევე როგორც სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული საავადმყოფოს სირვცეები.”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 14 ადამიანთან დაკავშირებით, რომელთა ტესტის პასუხიც ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ინფექციური საავადმყოფოს ექიმი მარინე ეზუგბაია ამბობდა, თითოეულ პაციენტზე ტესტის ჩატარება დროში გაიწელა, რადგან “14 პაციენტი იყო, ძალიან გაძნელდა ტესტების შეგროვება ერთდროულად, რადგან ტესტს თითოეულ პირზე აქვს გარკვეული პროტოკოლური შესრულება და დრო”.

ნახეთ მეტი
Back to top button