საზოგადოება

საქართველო დაბრკოლებებს უქმნის სომხური კონიაკის რუსეთში შესვლას. „ბეზპრიდელი“ ბრუნდება: გაზეთი „ჰრაპარაკი“

საქართველომ იპოვა სომხური კონიკის რუსეთში შესვლის  დაყოვნების  ახალი გზა, სატრანზიტო ტვირთების შეჩერებითა და  ლაბორატორიული შემოწმების საბაბით. 90-იანი წლების დასაწყისის სამართლებრივი „ბესპრედელი“  დაბრუნდა.

უკვე ორი კვირაა, რაც  საქართველოს საზღვართან არსებულ გეზის ტერმინალში თავმოყრილია  სომხეთიდან რუსეთში მიმავალი  სატვირთო მანქანები.  ამის შესახებ იტყობინება ერთ-ერთი გადამზიდველი.  ფურებში კონიაკის სპირტია.   საქართველოს საბაჟო და სხვა  სამსახურები ჩადიან უკანონო მოქმედებებს. ისინიმძღოლებს  მართვის მოწმობას ართმევენ, ესე იგი  და რეალურად აპატიმრებენ მანქანებს. მიზეზად ასახელებენ  სასმელის ხარისხის შემოწმებას, როდესაც საქმე ეხება სატრანზიტო ტვირთებს, რომლებიც უნდა გასაღდნენ რუსეთში და არა საქართველოში.

„მე 20 დღეა ტერმინალში ვარ,  – ამბობს მძღოლი,  მითხრეს, რომ კონიაკის სპირტის  ხარისხი უნდა შემოწმდეს ლაბორატორიაში. ქართულმა ლაბორატორიამ შეამოწმა და დაასკვნა, რომ ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ მათ არ დამიბრუნეს მძღოლის მოწმობა და  მითხრეს, რომ ნიმუშების აღება და გადაგზავნაა საჭირო საფრანგეთის ლაბორატორიაშიო.  მათ უფლება აქვთ შეამოწმონ კონტრაბანდის ან იარაღის ეჭვის შემთხვევაში  ტვირთი, უფლება არ აქვთ შეამოწმონ ალკოჰოლის ხარისხი. ეს  პირველად ხდება. თუ ისინი კიდევ ერთ დღეს დაგვაყოვნებენ, ჩვენ მოვტრიალდებით და პირდაპირ მთავრობის სასახლის წინ გავჩერდებით“.

სატრანსპორტო კომპანია ტვირთის მფლობელებისგან ერთი დღის მოცდენისათვის 20,000 დრამს  სთხოვს ტვირთის პატრონებს.  მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება  სომხურ კომპანიებს უქმნის ხელოვნურ  ბარიერებს, რათა სომხური სასმელის დანაკლისი შეავსონ ქართული საქონლით.

გაზეთმა „ჰრაპარაკმა“ მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოში სომხეთის საელჩოს. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანნა ნაღდალიანმა აღნიშნა, რომ  მათთვის ცნობილია ყოველივე და უკვე შესაბამისი ქმედებები ხორციელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button