მთავარისაზოგადოება

სომეხი რობოტი, რომელიც ავადმყოფ ბავშვებს ღიმილს ჩუქნის ცნობილი პლატფორმის მიერ აღიარებული იქნა დღის პროდუქტად

სომხური წარმოების  ინტერაქტიული რობოტი, სახელად  რობინი,   ეხმარება ჰოსპიტალიზებულ ბავშვებს  შიშის დაძლევაში და მათ სიხალისეს ჩუქნის.    რობოტი აღიარებული იქნა დღის პროდუქტად. „არმენპრესის“  ინფორმაციით ამის შესახებ ფეისბუქის  საკუთარ გვერდზე ჩანაწერი გააკეთა  მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრმა  ჰაკობ არშაკიანმა.

 ჭკვიანმა სომეხმა რობინმა კონკურსში  გაიმარჯვა  ელექტრონული ხმის მიცემით და გახდა დღის პლატფორმის პროდუქტი. იგი წარმატებით იქნა გამოყენებული ბავშვთა საავადმყოფოებში. “რობინი” არის “მეგობრული” რობოტი, რომელიც გამოხატავს ემოციებს, ურთიერთქმედებებს ბავშვებთან, იძლევა თავსატეხებს,  სვამს კითხვებს, პასუხობს  ბავშვების კითხვებზე.  რობინი  ეხმარება ბავშვებს საავადმყოფოში სტრესის დაძლევაში. სომხურმა რობოტმა  მრავალი კომენტარი მიიღოProduct Hunt- ზე.

Product Hunt არის ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ გაზიარონ და აღმოაჩინონ ახალი პროდუქტები – უახლესი მობილური პროგრამები, ვებსაიტები, ტექნოლოგიური პროდუქტები და სხვა. საიტს აქვს კომენტირებისა და ხმის მიცემის შესაძლებლობა. ყველაზე მეტი ხმის მქონე პროდუქტი მაღლა იწევს  და ხდება მოცემული დღის მოწინავე პროდუქტი.

ნახეთ მეტი
Back to top button