სომხეთი მზადაა კორონავირუსის დასახვედრად: ჯანმრთელობის სამინისტროს სპეციალური რეპორტაჟი (ვიდეო)

ნოვოსტი-სომხეთი. სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა. იგივე ითქმის ჩინეთთან დაკავშირებითაც. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. ამის შესახებ ფესბუქის საკუთარ გვერდზე ჩანაწერი გააკეთა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა.
”მთავრობის გადაწყვეტილებით შეზღუდულია ადამიანთა გადაადგილება ირანიდან სომხეთში, გარდა ჩვენი მოქალაქეებისა. გუშინ სპეციალური რეისით ირანიდან ჩამოყვანილი იქნა 52 მგზავრი, რომელსაც თან ახლდა ჯანმრთელობის სამინისტროს სპეციალისტი. მგზავრები თვითმფრინავში ჩაჯდომისას და ფრენისას რამდენჯერმე იქნენ შემოწმებულნი, მათ რაიმე ჩივილები არ გააჩნიათ. მგზავრების შემოწმება მოხდა დაშვების დროსაც“, -წერს მინისტრი.
უნდა აღინიშნოს, რომ ირან-სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შემზღუდველი მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელიც გუშინ ძალაში შევიდა, მეღრის გამშვებ პუნქტში შემოსული ყველა სატვირთო მანქანა მოძრაობს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებისა და პოლიციის თანხლებით. ირანის მოქალაქე მძღოლები კონტროლდებიან მთელს სომხეთში, მათ შორის სშკ- ის საბაჟო საწყობებში, ხოლო სომხეთის მოქალაქე მძღოლები კონტროლდებიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ჯერ-ჯერობით მდგომარეობა მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით ჩინეთში, ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო კვლავ დაძაბულია